სისულელეა... შეიძლება რაღაცები მოიგონოს, შეიძლება ტყუილი იყოს - კალაძე გახარიას ბრალდებებზე
ტყუილი და სისულელე - ასეთია თბილისის მერის პასუხი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მხრიდან კორუფციასთან დაკავშირებით გახმოვანებული ბრალდებებზე.
მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს პრივილეგირებული 25 ოჯახი და რომ კორუფცია "ხერხემალია რაზეც ოცნება დგას", კალაძე ამის პასუხად ყოფილ პრემიერს უსვამს კითხვას, რას აკეთებდა და როგორ ებრძოდა კორუფციას იმ დროს გახარია, როცა მთავრობას ხელმძღვანელობდა.
გუნდში, ზოგადად, ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი, ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ. თუ მას აქვს სურვილი ისაუბროს რაღაცებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცები, შეიძლება რაღაცები მოიგონოს, ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ თემაში შევიდე," - ამბობს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ტყუილია თუ არა გახარიას განცხადებები პრივილეგირებულ 25 ოჯახზე და ამტკიცებს, რომ ისინი მასთან მიდიოდნენ შეღავათების მისაღებად, ამაზე პასუხად კალაძემ აღნიშნა, რომ სისულელეა ის, რასაც გახარია საუბრობს.
ჩვეულებრივი სისულელე, სად იყო კაცო, მაშინ, თუ ასე იყო როცა პრემიერ-მინისტრი იყო, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები, სისულელეა,“ - ამბობს კალაძე.