"ოცნება" 30%-ის მიდამოებშია, ამაზე მეტყველებს ივანიშვილის გამოჩენა - ლილუაშვილი
პასუხის პასუხი გახარიას გუნდისგან - ექს პრემიერის პარტია "ოცნების" ახალ თავდასხმებს არჩევნების წაგების შიშით ხსნის.
ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება, მანიპულაციები და არა სასარგებლო თემების წინა პლანზე წამოწევა - ეს არის საკითხები, რომელიც გიორგი გახარიას თანამოაზრეებს აფიქრებინებთ, რომ ხელისუფლება საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვის რეჟიმზეა გადასული.
გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ "ოცნებას" წაგება უკვე გააზრებული აქვს, სხვების კრიტიკა კი ამ ყველაფრის უსარგებლო ნაწილია.
იმ პირობებში, თუკი არჩევნებს ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, სადამკვირვებლო მისიების ჩართულობით, არჩევნებს ჩავატარებთ სამართლიან და თავისუფალ გარემოში და იქნება მაღალი მობილობა, მობილიზება ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან, ქართული ოცნება უმრავლესობას ვერ აიღებს, იმიტომ, რომ მათ 30 პროცენტთან სიახლოვის პრობლემაც აქვთ, სადღაც 30 პროცენტის მიდამოებში არიან. ამაზე მეტყველებს მათი გადადგმული ნაბიჯები - ივანიშვილის გამოჩენა, ისტორიული მინიმუმი სანდო კვლევებში, ცესკოს პირდაპირ დაქვემდებარება იმისთვის, რომ არჩევანი მოპარონ საქართველოს მოქალაქეებს. ის ვერც კი უშვებს და ვერც კი გაბედავს თავის სცენარში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარებას,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ყოფილი პრემიერის განცხადებები "რეაქციაში", რომელმაც "ოცნების" ლიდერები დღეს წყობიდან გამოიყვანა და მის მიმართ არაერთი დამაკნინებელი ეპითეტი გამოიყენეს:
არჩევნების შემდეგ ივანიშვილი იქნება საქართველოში და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი - გახარია
ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა - გახარია ივანიშვილზე
ვის შეუკრავს კოალიციას გიორგი გახარია - რას ამბობს "საქართველოსთვის" ლიდერი
რას ვერ პატიობს ივანიშვილი? - რას ყვება გახარია
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.