ანომალიური და ამოუხსნელი სიმპტომები, რომლის უკან რუსული კავშირი იკვეთება - რას ყვებიან მსხვერპლები
GRU-ს კავშირი ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებზე, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა "ჰავანის სინდრომის" მსხვერპლები მოიძიეს და მათთან ინტერვიუები ჩაწერეს. ენერგეტიკული იარაღის მსხვერპლები ნახეს არა მხოლოდ ამერიკაში, ან ევროპაში, არამედ ჩინეთშიც.
ყველა პირს, რომელიც გახდა ამ ყველაფრის მსხვერპლი, ჰქონდა იგივე სიმპტომები - თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, მეხსიერებაში ჩავარდნა.
ყველა მათგანი იხსენებს, რომ სიმპტომები დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიგონეს განგრძობითი ზარების ხმა და ამის შემდეგ, წლების განმავლობაში უარესდებოდა მათი მდგომარეობა.
ჩემს შემთხვევაში ეს იყო 2017 წლის ნოემბერი, როდესაც დამეწყო თავბრუსხვევები. დროდადრო უფრო მიმძაფრდებოდა თავის ტკივილი. იგივე სიმპტომები ჰქონდა ჩემს ცოლსაც. მესმოდა ხმები, რომელიც აქამდე არასდროს გამიგონია. ეს იყო ხმამაღალი, სამჯერ ან ოთხჯერ გავიგე, ყველა ჯერზე ერთი და იგივე წერტილში. წავიდოდით, სიმპტომები გამუდმებით უარესდებოდა. თავის ტკივილები მძაფრდებოდა, მეხსიერების პერიოდული დაკარგვა დამეწყო. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ჩემს მეზობელსა და ჩემზე.
გამეღვიძა შუაღამისას და მთელს ჩემს თავში ტრიალებდა ეს ხმა. ეს იყო ინტენსიური წნევა, დაბალი გუგუნის ხმა და ტალღები, ზარის რეკვა ყურებში. ირგვლივ ვეძებდი, საიდან მოდიოდა ეს ხმა. ეს მტკივნეული იყო. პირველად 2017 წლის ოქტომბერში ვიგრძენი ტკივილები, ჭინჭრის ციება მთელს სხეულზე. ყოველ დილას თავის ტკივილებით ვიღვიძებდი, ძალიან დაღლილი - სიმპტომები უარესდებოდა, ცხვირიდან სისხლდენაც დამეწყო.
მარკი ჩემთან მოვიდა, გონებას კარგავდა, ძილის სირთულეები, ემოციურობა, გაღიზიანება. არ ჰქონდა არანაირი ტრავმა, მაგრამ ჰქონდა მთელი თანავარსკვლავედი ნევროლოგიური სიმპტომების რომელიც ახასიათებს ტვინის დაზიანებას. მოხდა რაღაც რამაც ფუნქციური დაზიანება გამოიწვია ტვინში, აქედან მომდინარეობდა სხვა ყველა სიმპტომი.
იარაღი, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა ადამიანზე და მის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს - ექსპერტები ყვებიან, რომ "ამ ტალღას შეუძლია გაიაროს ფანჯრები კედლები ნებისმიერი რამ"
ეს იარაღი ბევრნაირია, მრავალი სახის და შესაძლებელია ნებისმიერი ზომის, პატარა ჩემოდნისაც კი იყოს. რაც უფრო დიდია მოწყობილობა, მით უფრო მეტია მისი დიაპაზონი. ამ ტალღას შეუძლია გაიაროს ფანჯრები კედლები ნებისმიერი რამ. ფართოდ არის განვითარებული ათობით ქვეყანაში - ამერიკაში, რუსეთში, ჩინეთში.
თუ ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ ასობით შემთხვევის დროს, შემიძლია დაგარწმუნოთ რომ ეს არის პუტინის ყველაზე დიდი გამარჯვება. დასავლეთის წინააღმდეგ.
დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს.
ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა 1 წლის განმავლობაში 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის კავშირი გამოკვეთა.