ვინ არის რუსეთის სპეცსამსახურების 23 წლის თანამშრომელი, რომელმაც ამერიკელი დიპლომატის მეუღლე თბილისში მოწამლა - ხმაურიანი საქმის ახალი დეტალები

01.04.24 15:04
ვინ არის რუსეთის სპეცსამსახურების 23 წლის თანამშრომელი, რომელმაც ამერიკელი დიპლომატის მეუღლე თბილისში მოწამლა - ხმაურიანი საქმის ახალი დეტალები

ამერიკელი დიპლომატის მეუღლე თბილისში რუსეთის სპეცსამსახურების 23 წლის თანამშრომელმა მოწამლა. ალბერტ ავერიანოვი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოფრინდა და საქართველოში ათი დღე გაატარა.

ავერიანოვი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსნის შვილია. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის რუსეთის ელიტურ ქვედანაყოფში, მკვლელობების და დივერსიის რაზმში ირიცხებოდა. ეს ის დანაყოფია, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეში ფიგურირებს. რუსეთის აგენტი ამერიკელი დიპლომატის მეუღლემ ფოტოზე ამოიცნო.

ქალი გამომძიებელ ჟურნალისტებს აღუწერეს ის შემზარავ ხმებს, რომელიც არალეტალური, აკუსტიკური იარაღის გამოყენების შემდეგ ესმოდა.

საშრობში ვიყავი როცა გამჭოლი ხმა გავიგე, ისეთი ხმა რომელიც მხოლოდ ბომბის აფეთქებას ჰგავს. ყურები გამეხვრიტა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფანჯრიდან რაღაც შემოვიდა და მარცხენა ყურზე მომხვდა. მესმოდა გამჭოლი ხმა, ვიგრძენი ყურის და თავის გაუსაძლისი ტკივილი, გულისრევა, როგორც კი ამ ყველაფერს თავი დავაღწიე, მივხვდი რომ ოთახიდან უნდა გავსულიყავი. კიბეებზე ჩავედი, კამერა შევამოწმე რომელიც ჩვენს მთავარ კართან იყო. იქ იყო ავტომობილი, ფოტო გადავუღე, დავინახე ვიღაც, რომელიც ძალიან ჰგავს ალბერტ ავერიანოვს. როცა პირველად ეს ფოტო ვნახე, ცუდად გავხდი. ის რაც გადამხდა, დამღუპველი იყო," - ყვება დიპლომატის მეუღლე.

ის გაწვრთნილი იყო რომ დანაყოფის წევრი გამხდარიყო, 16 წლიდან მისი ნომერი არის ტელეფონის წიგნებში დანაყოფის წევრების. ის უფრო მეტია ვიდრე ანდრეი ავერიანოვის, ბოსის შვილი. ის არის ამ დანაყოფის წევრების კოლეგა. გვჯერა, რომ ამ დანაყოფის, მკვლელობის და დივერსიის რაზმის წევრები იყვნენ შემთხვევის ადგილებში ხელის შეწყობისთვის, ზედამხედველობისთვის ან იმისთვის, რომ  პირადად განეხორციელებინათ თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე - აკუსტიკური იარაღის გამოყენებით.

დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს. 

ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა 1 წლის განმავლობაში 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის კავშირი გამოკვეთა.

 "ყურები გამიხვრიტა, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი" - რას ყვებიან ამერიკელი დიპლომატის ოჯახის წევრები

 

მსგავსი სიახლეები