ანტიქართული პროპაგანდის გასაშლელად სჭირდებათ - როგორ ეხმაურებიან "ოცნებაში" სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას
დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს - სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.
მმართველი პარტიის ლიდერები უნდობლობას უცხადებენ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამტკიცებენ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი კანონის ფარგლებში, ყველა ეს - არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთიდან იქნება, ამერიკიდან იქნება, ევროპიდან იქნება, ვინც პრობლემას წარმოადგენს და ადამიანებთან არის კითხვის ნიშნები, ისინი ქვეყანაში ვერ შემოდიან და არ შემოვლენ,“ - ამბობს კალაძე.
არ ვიცი, ეგ უშიშროების სამსახურს ჰკითხეთ, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ძალიან ინტენსიური, ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ამერიკელ და დასავლელ კოლეგებთან,“ - ამბობს ვოლსკი.
ასეთი პროპაგანდისტული შეტევის დაწყება საქართველოზე, ამ არ ვიცი, რამდენად კომპეტენტური გამოძიებაა, საერთოდ რა გამოძიებაა, პირველად გავიგე თქვენგან, მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას, ეს ფაქტი სწორია არ არის სწორი, მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ამ საკითხის ახლა ანტიქართული პროპაგანდის გასაშლელად,“ - ამბობს ქადაგიშვილი.
დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს.
ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა 1 წლის განმავლობაში 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის კავშირი გამოკვეთა.