საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, არც ამ ვეტინგის მექანიზმის გამოყენებით - ვოლსკი

01.04.24 15:25
საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, არც ამ ვეტინგის მექანიზმის გამოყენებით - ვოლსკი

"საქართველოს სასამართლო არათუ არ იმსახურებს ასედეთ დამცირებას, როგორიც ვეტინგია, არამედ საქართველოს სასამართლო საჩვენებელიც კია მთელი რიგი მონაცემებით" - ასე იცავს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი სასამართლო კორპუსს.

გიორგი ვოლსკი დამცირებად აფასებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას და ამტკიცებს, რომ საქართველოს სასამართლო სამაგალითოა.

უნდა დავდგეთ მყარ პოზიციაზე - საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის, არც სასამართლოს ამ ვეტინგის მექანიზმის გამოყენებით. მშრალი სტატისტიკა გვიჩვნებს, რომ საქართველოს სასამართლო არათუ არ იმსახურებს ასედეთ დამცირებას, როგორიც ვეტინგია, არამედ საქართველოს სასამართლო საჩვენებელიც კია მთელი რიგი მონაცემებით, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, ვეტინგის სისტემის შესაძლო ამოქმედებამ გავლენიანი მოსამართლეების ნაწილი წყობიდან გამოიყვანა.  ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება, ზოგსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმეშიი პირადად ივანიშვილი ჩაერთვება

"აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ" - ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე. 

რა დაწერა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესახებ ევროკომისიამ?

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

 

მსგავსი სიახლეები