პესკოვი: „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან რუსეთის კავშირის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა
რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ ბრალდებები „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან მისი კავშირის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
პესკოვის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
მოგეხსენებათ, რომ ეს სულაც არ არის ახალი თემა, მრავალი წლის განმავლობაში პრესაში განიხილებოდა ეგრეთ წოდებული „ჰავანას სინდრომის“ თემა და ყველაზე ხშირად ის თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირდებოდა რუსული მხარის დადანაშაულებას. მაგრამ არასოდეს არავის არ გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, ასე რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები, უსაფუძვლო ბრალდებები“, - განაცხადა პესკოვმა.
დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს.
ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა 1 წლის განმავლობაში 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის კავშირი გამოკვეთა.