რუსული სპეცსამსახურების მიერ აკრძალული იარაღის გამოყენება საქართველოში - რა კითხვები აქვთ ექსპერტებს

01.04.24 17:21
რუსული სპეცსამსახურების მიერ აკრძალული იარაღის გამოყენება საქართველოში - რა კითხვები აქვთ ექსპერტებს

რუსული სპეცსამსახურების მიერ აკრძალული იარაღის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე - რამდენად იცავენ ქართული სპეცსამსახურები ქვეყანას? - ამ კითხვაზე პასუხს სფეროს ექსპერტები შესაბამისი უწყებებიდან ელოდებიან.

როგორც უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რუსეთი ტეროტირსულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ყველანაირი იარაღით ცდილობს მოწინააღმდეგეების განეიტრალებას. ამას ადასტურებს სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებაც, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოში მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირის მეუღლე მოწამლეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი სვამს კითხვას, არსებობს თუ არა სხვა შემთხვევებიც, გარდა 2021 წლის გახმაურებული საქმის, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ნივთიერებებით სცადეს პირების განეიტრალება.

რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და არ ერიდება თავისი ტერორისტული ზრახვების განხორციელებისას არც ახალი ტექნოლოგიების, არც ქიმიური ნივთიერებების და არც რადიოლოგიური მასალების გამოყენებას. მაგრამ ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებით სახიფათო, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად, დაუცველები ვართ საქართველოს მოქალაქეებიც. 
შეიძლება ეს არ იყოს ერთი შემთხვევა, მითუმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ სამი წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე, შეიძლება სხვა ფაქტებიც არის, ზუსტად ამიტომ ეს არის კითხვები, რაზეც ჩვენმა სამართალდამცავებმა უნდა გასცენ პასუხი,“ - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

რუსეთთან უკონტროლო მიმოსვლა რომ გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, ამაზე საუბრობს ანდრო გოცირიძე.  

გენერალ-მაიორი, რომელიც რუსულ სამხედრო დაზვერვაში ითვლება საფუძვლის ჩამყრელად ამ ეგზერკუციის დანაყოფის ჭრილში, რომელიც პოლიტიკური მკვლელობებით, მოწამვლებით და ამგვარი მწვავე ღონისძიებებით არის ცნობილი. დაზვერვაში არ არსებობენ მამები და შვილები, ის არის მაღალი რანგის პროფესიონალი. ეს ისეთი დავალებებია, რომელშიც დაბალი რანგის მზვერავი არ ერთვება, რადგან უმაღლესი კონსპირაციით მიმდინარეობს.
რუსეთი საქართველო მესამე ქვეყნად იყენებს და მათ შორის ამ შემთხვევაში, ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმისთვისაც. ეს შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, ჯერ ერთი ის, რომ უვიზო რეჟიმი რუსეთთან სახიფათოა. ბევრში ბევრი გაგვეპარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგაც დაგეგმავენ დივერსიულ თუ ტერორისტულ აქტს - რადგან პუტინის რეჟიმი ჩამოყალიბდა აშკარა სახელმწიფო ტერორის განმახორციელებელ რეჟიმად,“ - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

დეპუტატი თეონა აქუბარდია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას აწარმოებს და ქვეყნის საზღვარზე უშვებს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. 

კარი ღიაა ფართოდ პუტინის ყველა მომხრისთვის, თუმცა პუტინის მოწინააღმდეგეებისთვის კარი არის ჩაკეტილი. საქართველო გარკვეულწილად ხდება სივრცე, სადაც რუსეთის სპეცსამსახურები თავისუფლად ოპერირებენ, ის საფრთხის შემცველია არამხოლოდ ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის, ამ შემთხვევაში აშშ-ისთვის, არამედ საქართველოში რუსეთის ხმამაღალი კრიტიკოსებისთვისაც და მთელი პოლიტიკა რომ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან და არა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ესეც ხომ ცხადია,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს. 

ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა 1 წლის განმავლობაში 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის კავშირი გამოკვეთა.

 "ყურები გამიხვრიტა, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი" - რას ყვებიან ამერიკელი დიპლომატის ოჯახის წევრები.

მსგავსი სიახლეები