სახ.დეპის პირველი კომენტარი ივანიშვილის გუნდის "რუსულ კანონზე"

04.04.24 00:02
სახ.დეპის პირველი კომენტარი ივანიშვილის გუნდის "რუსულ კანონზე"

"ქართულ ოცნებას" რუსული კანონის დაბრუნების გამო კრიტიკა ვაშინგტონიდან წამოეწია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ "ამ კანონზე უარის სათქმელად გასულ წელს ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა". 

მეთიუ მილერი ამბობს, რომ  საქართველოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული შესაძლებლობა აქვს და აშშ მზადაა, ამ გზაზე ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს.

გავეცანით ცნობებს, რომ ისინი (ქართული ოცნება)  განიხილავენ ამ პოტენციურ კანონს. გასულ წელს ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩაში ევროპული ამბიციის დასაფიქსირებლად და უარი უთხრეს ამ კანონს.

საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში”, -  თქვა მილერმა.

დღეს, სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები