ეს არის სისტემის ანგარიშსწორება ქართველი ახალგაზრდების მიმართ - ნარმანია

12.04.24 11:49
ეს არის სისტემის ანგარიშსწორება ქართველი ახალგაზრდების მიმართ - ნარმანია

"ეს არის სისტემის ანგარიშსწორება ქართველი ახალგაზრდების მიმართ," - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს.

ეს არის სისტემის ანგარიშსწორება ქართველი ახალგაზრდების მიმართ და დღესაც, „რუსული ოცნება“ აპირებს მიიღოს რუსული კანონი და ძალიან გაბრაზებულ ლაზარეს, ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებს თბილისის ქუჩებში და მიიღებს საკადრისს პასუხს, რადგან დღეს ხელისუფლებაში გვყავს კრემლის მიერ დასმული ხელისუფლება. ამ ქვეყანაში, როდესაც გვყავდა გამოვლენილი აგენტი ფარცხალაძე პროკურორად, ესენი აპირებენ დღეს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ვინმეს აგენტად გამოავლენს? ეს არის აბსურდი და აბსურდულია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის კრემლის მიერ მართული, ამიტომ ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ თბილისის ქუჩებში.“- განაცხადა იგორ ნარმანიამ.  

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში:  

"ამას შეიძლება, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი ჰქონდეს" - ამბობს ვოლსკი და პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შეწყალებას არ გამორიცხავს.

როცა მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო - კალაძე
 

მსგავსი სიახლეები