ლაზარე დედა: მჯერა, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს
მარტის აქციებზე დაკავებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედას, თამთა კალანდაძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მის შვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლაზარეს ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით განცხადება დატოვეს.

კითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების თაობაზე რაიმე მინიშნება, დედამ უპასუხა, რომ არაფერი ყოფილა.
დღეს ვიმყოფებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს.
ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია, უბრალოდ, მას ეს საკითხი მიაწოდეს და ინფორმირებულია“, - განაცხადა თამთა კალანდაძემ.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!
"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში: