არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღესვე გამოსცეს - ლაზარეს ადვოკატი

12.04.24 12:59
არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღესვე გამოსცეს - ლაზარეს ადვოკატი

"არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღესვე გამოსცეს, იმიტომ, რომ ამის უფლება პრეზიდენტს აქვს,“ - ამ განცხადებას ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე აკეთებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, როგორც ლაზარეს დედამ, ასევე ადვოკატებმა შეწყალების თხოვნით განცხადება დაწერეს. როგორც ადვოკატი ამბობს, ახლა ყველა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

როგორც ლაზარეს დედამ ცალკე განცხადებით მიმართა შეწყალების თაობაზე, ასევე ჩვენ ადვოკატებმა საერთო განცხადებით მივმართეთ შეწყალების თაობაზე, რაც შეეხება ვადებს, ამას კონკრეტული ვადა არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციაა და მისი უფლება და მას აქვს უფლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მომენტში გამოსცეს შეწყალების აქტში,“ - ამბობს ადვოკატი.

ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასამართლოზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მივიდნა. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში:  

"ამას შეიძლება, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი ჰქონდეს" - ამბობს ვოლსკი და პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შეწყალებას არ გამორიცხავს.

როცა მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო - კალაძე

მსგავსი სიახლეები