ველოდები, რომ ლაზარე იქნება ჩვენს გვერდით ძალიან მალე, მოლოდინი მაქვს, რომ შეიწყალებს - ლაზარეს დედა
ველოდები მაგ დღეს, ველოდები, რომ ლაზარე იქნება ჩვენს გვერდით ძალიან მალე - ამ განცხადებას "პირველებთან" ლაზარე გრიგორიადისის დედა აკეთებს. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ორშაბათიდან ლაზარე რუსული კანონის წინააღმდეგ ისევ ქუჩაში იდგება, ამბობს, რომ ელის ლაზარეს მალე გათავისუფლებას.
ლაზარეს დედა ელის, რომ პრეზიდენტი მის შვილს შეიწყალებს. ამის თქმის საფუძველს მას აძლევს საქმის მასალები, სადაც როგორც ლაზარეს დედა ამბობს, არანაირი გამამტყუნებელი მტკიცებულება არ არის.
მინდა, რომ შეიწყალოს ჩემი შვილი. არფერია გამორიცხული, მოლოდინი მაქვს, რომ შეიწყალებს ლაზარეს. საქმის მასალებს ვიცნობთ ჩვენც, იცნობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ შეიწყალებს," - ამბობს ლაზარეს დედა.
ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასამართლოზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მივიდნა. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!
"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში: