რატომ სჯის ხელისუფლება ლაზარეს სამაგალითოდ? - რას ამბობენ აქტივისტები

12.04.24 13:17
რატომ სჯის ხელისუფლება ლაზარეს სამაგალითოდ? - რას ამბობენ აქტივისტები

ველოდებით პრეზიდენტისგან შეწყალებას - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტები "პირველებთან" საუბრობენ და სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. 

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დილიდან საქალაქო სასამართლოში მოსამარტლის განაჩენს ელოდებოდნენ და შემდეგ გადაინაცვლეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც ლაზარეს ოჯახმა და ადვოკატებმა ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს, დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ლაზარეს სამაგალითოდ სჯის. 

ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არამარტო ლაზარს განაჩენია, ეს არის განაჩენი ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირი მესიჯი რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ, რომ თუ გააპროტესტებთ დაგსჯით და დაგიჭერთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

სამაგალითოს სწორედ ამიტომ ისჯება ლაზარე, თორემ მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს, ეს კარგად ვიცით. თუმცა მე არ მგონია, რომ ეს იმოქმედებს იმ ახალგაზრდებზე, ვინც ძალიან კარგად იცის, რატომ იბრძვის და ვის ებრძვის ამ ქვეყანაში და რა მომავალს იშენებს თავის ქვეყნისთვის,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ის არის ამორჩეული იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აქციაზე გამოდის და პრეტენზია აქვს ხელისუფლების მიმართ, ეს ადამიანები დააშინონ, ამ ადამიანებს უთხრან, რომ თუ ქუჩაში გამოხვალთ, ისე მოგექცევით, როგორც ლაზარეს მოვექეცით. იმ კანონის გამო, რის გამოც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯეს, ისევ აპირებენ ხელახლა შემოიტანონ. ეს ბრძოლა იქნება ლაზარესთვის, იქნება რუსული კანონის წინააღმდეგ და იქნება იმ ყველა უბედურების მიმართ, რასაც საქართველოს ხელისუფლება უშვრება ქართველ ხალხს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასამართლოზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მივიდნა. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში:  

"ამას შეიძლება, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი ჰქონდეს" - ამბობს ვოლსკი და პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შეწყალებას არ გამორიცხავს.

როცა მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო - კალაძე

 

მსგავსი სიახლეები