შეწყალებას ექნება მკვეთრი რეაქცია - ოხანაშვილი პრეზიდენტს აფრთხილებს
"როგორ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა წახალისდეს?" - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აკეთებს.
ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შესაძლო შეწყალების საკითხს ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს, რა შეიძლება მოჰყვეს მისგან ამ ნაბიიჯის გადადგას.
"ოცნების" დეპუტატი პრეზიდენტს ეუბნება, რომ "მოლოტოვის კოქტეილების წახალისება პოლიტიკური დანაშაულია" და თუ ის ლაზარეს შეიწყალებს, ამას "ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია".
ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ მოლოტოვის კოქტეილი შეიძლება ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, ვინც წესრიგს იცავს - თუ ამის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და ის გადადგამს ამ ნაბიჯს, ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია. უნდა იცოდეს მანაც და სხვამაც, რომ მოლოტოვის კოქტეილების წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი,“ - ამბობს ოხანაშვილი.
ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასამართლოზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მივიდნა. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!
"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში: