დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავეა - ვისგან ითხოვს პაპუაშვილი ბოდიშის მოხდას?
ლაზარეს განაჩენი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დადასტურდა, რომ გრიგორიადისი დამნაშავეა, ამიტომაც შალვა პაპუაშვილი ახლა ბოდიშის მოხდას იმ არასამთავრობოებისგან და ოპოზიციის წევრებისგან ითხოვს, ვინც, მისი თქმით, ლაზარეს ამართლებდნენ.
მისი თქმით, ახლა დონორების პასუხისმგებლობაა, რომ შეაჩერონ ამ „ენჯეოების“ მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა.
„დადასტურდა რომ ის დამნაშავეა პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, რომ ადამიანი ცოცხლად დაეწვა. სასამართლომ იმსჯელა ამაზე, იყო გამჭვირვალე პროცესი და განაჩენიც დადგა. ახლა არის ერთი საკითხი. ის ჯგუფები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას და მათ შორის, ბრალდების მხარეს და უნდოდათ ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა - მათი პოზიცია რა არის? აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ საკუთარ პოზიციის გამო სასამართლოს მიმართ? მე უკვე ვნახე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქცია, რომელიც ზუსტად იგივე მეთოდით, რაც მათ ჰქონდათ „რუსთავი 2-ის“, მიხეილ სააკაშვილის, მელიას საქმეებზე, რომ გამოეცხადებინათ პოლიტიკურად. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში შემდეგ მტკიცდებოდა, რომ ისინი იყვნენ მტყუანნი. ზუსტად იგივე მეთოდით იწყებენ ახლა ქართული მართლმსაჯულების ძირის გამოთხრას. ამიტომ, ახლა კითხვა მიემართება მათ დონორებს, ამ დონორებმა ახლავე უნდა შეაჩერონ ეს ანტისახელმწიფოებრივი და სასამართლოსთვის ძირის გამოცლის მცდელობა, ვინაიდან ახლა უკვე მათი ბრალი ექნება და როდესაც კვლავ იგივე წრეზე წავლენ - სასამართლოზე თავდასხმა, სახელმწიფოზე თავდასხმა. ბოლოს ეს საქმეც შესაძლოა სტრასბურგში აღმოჩნდეს. სტრასბურგი ბოლოს იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მისი ბრალმდებლები კი მტყუანი. ამასობაში გაივლის კიდევ 2-3 წელი და კიდევ იქნება ცილისწამების კორიანტელი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ახლა დონორების პასუხისმგებლობა არის, რომ შეაჩერონ ამ „ენჯეოების“ მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!
"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში: