ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა რომ დააშინოს ახალგაზრდობა, მაგრამ ეს არ გამოვა - ხაზარაძე
"ველოდებით პრეზიდენტის ლაზარეს შეწყალებას, იმიტომ, რომ ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა რომ დააშინოს ეს ახალგაზრდობა, მაგრამ ეს არ გამოვა", - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
ხაზარაძე ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს განაჩენი "ოცნებამ" ახალგაზრდას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოუტანა.
ხაზარაძე პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას მოელის.
გარდა ამისა, "ლელოს" ლიდერი ყველას მოუწოდებს მობილიზაციისკენ, რადგან რუსული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს წინ ეღობება.
მოვისმინეთ სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც ლაზარეს მიუსაჯეს 9 წელი და სანამ სასამართლო გაიმართებოდა, ჩვენ ეს განაჩენი მოვისმინეთ ერთი წლით ადრე, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ოცნებამ" პრაქტიკულად, ამ ადამიანს პოლიტიკური განაჩენი მიუსაჯა.
ველოდებით პრეზიდენტის ლაზარეს შეწყალებას, იმიტომ, რომ ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა რომ დააშინოს ეს ახალგაზრდობა, მაგრამ ეს არ გამოვა... მათ ვერ გააჩერებს ვერაფერი, მათ თავისუფლებას ვერ შეზღუდავს და რაც ყველაზე მთავარია, ვერ შეაშინებს ამ ადამიანებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო სასამართლომ, საქართველოში რუსული კანონი არ გავა და ვერ გავა, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთისკენ გზა.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, რომ თქვენი დღეები დათვლილია, პოლიტიკური დღეები, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მერე გაემგზავრება რუსეთში, საიდანაც ის იმართება, ფულს შოულობს, სადაც ის მენტალურად ცხოვრობს და უნდა, რომ რუსული კანონები და მართლწესრიგი შემოიტანოს ქართულ ცხოვრებაში, ეს არ გამოვა.
მინდა, მოგიწოდოთ ყველას მობილიზაციისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ იქნება არანაირი დათმობა, არ შეგეშინდეთ იმიტომ, რომ საუბარია, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროკავშირში, სადაც გექნებათ უზარმაზარი პოტენციალი,“ - ამბობს ხაზარაძე.
- მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
- რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
- ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!
- "ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში:
- "ამას შეიძლება, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი ჰქონდეს" - ამბობს ვოლსკი და პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შეწყალებას არ გამორიცხავს.
- როცა მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო - კალაძე