გამოწვევა მიღებულია საზოგადოებისთვის და იქნება ადეკვატური პასუხი - მელია ლაზარეს საქმეზე

12.04.24 15:17
გამოწვევა მიღებულია საზოგადოებისთვის და იქნება ადეკვატური პასუხი - მელია ლაზარეს საქმეზე

"გამოწვევა, რა თქმა უნდა, ლაზარეს 9-წლიანი უკანონო პატიმრობის სახით არის მიღებული საზოგადოებისთვის და ადეკვატური იქნება პასუხი", - ამ განცხადებას "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია აკეთებს.

მელია ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და თვლის, რომ უკანონო პატიმარია. 

გამოწვევა, რა თქმა უნდა, ლაზარეს 9-წლიანი უკანონო პატიმრობის სახით არის მიღებული საზოგადოებისთვის და ადეკვატური იქნება პასუხი, ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან სასწორზე დევს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი - ცივილიზაცია თუ რუსეთი - ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ნათელი, განათლებული, უზრუნველყოფილი მომავალი თუ სახელმწიფო, რომელსაც არ ექნება სახელმწიფოებრივი ნიშნები,“ - ამბობს ნიკა მელია.

ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში:  

მსგავსი სიახლეები