საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს იმისთვის, რომ იცავდა სამშობლოს ინტერესებს - გვარამია ლაზარეზე

12.04.24 15:26
საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს იმისთვის, რომ იცავდა სამშობლოს ინტერესებს - გვარამია ლაზარეზე

"სანქციის ოდენობაც პირდაპირ დემონსტრირებაა იმის, რომ საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს იმისთვის, რომ იცავდა სამშობლოს ინტერესებს," - ამ განცხადებას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აკეთებს.

როგორც გვარამია ამბობს, ლაზარესთვის 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ის მარტის აქციების ერთ-ერთ მონაწილეს სამაგალითოდ სჯის. 

აქციების ამ ხელისუფლებას ეშინია, ეს განაჩენი არის გამოწვევა და ამ გამოწვევას მეც და ახალიც, ნიკაც, სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება ვუპასუხებთ ადეკვატურად - ქართული ოცნება უნდა წავიდეს და მოუწევს რომ წავიდეს, ნებაყოფლობით თუ ამას არ გააკეთებს, მას მოუწევს, რომ წავიდეს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში:  

 

მსგავსი სიახლეები