სასიხარულოა, რომ კანცლერმა მკაფიოდ თქვა: "აგენტების" შესახებ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან - რას ამბობს კობახიძე-შოლცის თარჯიმანი

12.04.24 17:57
სასიხარულოა, რომ კანცლერმა მკაფიოდ თქვა: "აგენტების" შესახებ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან - რას ამბობს კობახიძე-შოლცის თარჯიმანი

"სასიხარულოა, რომ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მკაფიოდ თქვა: “აგენტების” შესახებ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან", - ამ განცხადებას ზაალ ანდრონიკაშვილი აკეთებს.

ანდრონიკაშვილის თქმით, კანცლერი საკმაოდ მკაფიო იყო "აგენტების" იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით და როდესაც ამას ღიად პრესკონფერენციაზე აფიქსირებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონით არანაირი ევროპული პერსპექტივა არ აქვს.

სასიხარულოა, რომ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მკაფიოდ თქვა: “აგენტების” შესახებ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ის წინააღმდეგობაშია ევროპულ ფასეულობებთან და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ კანონს საქართველო არ მიიღებს. პრესკონფერენციის კონტექსტში ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონით არანაირი ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ასევე აღნიშნა სასამართლო რეფორმის, პარლამენტის მიერ ინსტიტუციებზე კონტროლის და დეოლიგარქიზაციის აუცილებლობა, ასევე ისიც, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

ცალკე აღსანიშნავია პრ. მინ. კობახიძის უტიფრობა, ამის შემდეგ კიდევ ეთქვა, რომ ეს კანონი “გამჭვირვალეობას” ემსახურება და რომ ამ კანონის გატანა არ იგეგმება. 

არა რუსულ კანონს!" - წერს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ზაალ ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში ასევე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ თითქოს თარჯიმანმა არასწორად თარგმნა გერმანიის კანცლერის სიტყვები "ოცნების" ხელმეორედ შემობრუნებულ რუსულ კანონთან დაკავშიშრებით.

 

 

 

კობახიძე-შოლცის ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა თარჯიმანს დასდეს ბრალი გერმანიის კანცლერის განცხადების არასწორ თარგმანში:

შოლცმა ირაკლი კობახიძე საჯაროდ გააკრიტიკა რუსული კანონის შემობრუნების გამო - "დიდი იმედი გქონდა აღარ დადგებოდა დღის წესრგიში ამ კანონის შემობრუნება".

რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს

 

მსგავსი სიახლეები