ოხანაშვილი: ხომ მაგარი ბიჭია! მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი
"მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა - შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც სთხოვა, მოუწოდონ კოლეგას, სხდომაზე დაბრუნდეს და საკუთარი სათქმელი თქვას.
ისე მოუწოდეთ თუ გინდათ ბატონ ალეკოს, მოვიდეს, რისი თქმა უნდოდა, შემოვიდეს და გაგვცეს პასუხი. ხომ მაგარი ბიჭია! მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა, თუ რა პრობლემა ჰქონდა ?! შემოვიდეს! არავითარ ძალადობას არ ვემხრობი და არც იმისთვის ვამბობ, რომ აქ მოვიდეს და რაღაც ვუთხრათ, შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს. შემოვიდეს აქ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა. კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს. რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა.
ესენი უნდა გავყაროთ, რუსეთის აგენტს ცხვირ-პირში მოხვდა - ალეკო ელისაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
შეკვეთილი პროვოკაციაა, ელისაშვილს ფული გადაუხადეს - მამუკა მდინარაძე