როგორ გაუსწორდნენ ჯგუფურად ალეკო ელისაშვილს "ოცნების" დეპუტატები (ვიდეო)
მას შემდეგ რაც "მოქალაქეების" ლიდერმა "ქართული ოცნების" ლიდერს, რუსული კანონის განხილვისას მუშტი ცაარტყა, ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
"პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში ალეკო ელისაშვილს რამდენიმე დეპუტატი ჯგუფურად უპირისპირდება.
რამდენიმე მათგანის იდენთიფოცირება შესაძლებელია. ელისაშვილს სავარაუდოდ - ანრი ოხანაშვილი, დავით კაჭარავა, შოთა ხაბარელი, დაჩი ბერაია, ნოდარ ტურძელაძე, მიხეილ ყავალაშვილი და სხვები უსწორდებიან.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა. კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს. რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა.
- ესენი უნდა გავყაროთ, რუსეთის აგენტს ცხვირ-პირში მოხვდა - ალეკო ელისაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
- შეკვეთილი პროვოკაციაა, ელისაშვილს ფული გადაუხადეს - მამუკა მდინარაძე