წულუკიანი ელისაშვილზე: ეს ჩოხის უღირსი, ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი

15.04.24 20:47
წულუკიანი ელისაშვილზე: ეს ჩოხის უღირსი, ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი

"საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი", - ასე აფასებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან „რუსის ჯარს გამოექცა“ და საქართველოში "შემოიძურწა'.

ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი.

ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ.

ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი”, - წერს თეა წულუკიანი, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა. კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს. რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა.  

ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილს ოცნების დეპუტატები გაუსწორდნენ ჯგუფურად ფიზიკურად.

  

მსგავსი სიახლეები