ნიღბიანები მომიგზავნეს, რომლებიც მეზობლებმა კინწისკვრით გააგდეს - ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ჯგუფური თავდასხმის ობიექტი გახდა ამბობს, რომ პარლამენტიდან სახლში მისულს ნიღბიანები მიუგზავნეს.
როგორც აქციაზე გამოსვლისას "მოქალაქეების" ლიდერმა თქვა, ნიღბიანები მეზობლებმა კინწისკვრით გააგდო.
აქედან რომ გამომაგდეს, სახლში ეგრევე მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა. ჩემს ქუჩაზე ნიღბებით იყვნენ. ღმერთმა შეუნდოთ. ბავშვებს რაებს აკეთებინებენ. დაიწყეს რაღაცების მიხატვა-მოხატვა. მე არც გამოვსულვარ სახლიდან და ჩემმა მეზობლებმა კუდით ქვა ასროლინეს. მინდა "ქართული ოცნება" გავაფრთხილო. ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ კი ვიცი, მაგრამ ჩემს ოჯახს თმის ღერიც კი არ ჩამოვარდეს, თორემ მერე მართლა გაჩვენებთ სეირს. მე კიდევ აქ ვარ. არავისი მეშინია. ვიცი რაზეც მივდიოდი, ვიცი რომ გავილახებოდი, მაგრამ საქართველოს ენაცვალოს ჩემი თავი", - ამბობს ელისაშვილი.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა. კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს. რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა.
ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილს ოცნების დეპუტატები გაუსწორდნენ ჯგუფურად ფიზიკურად.