სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემეს

17.04.24 00:51
სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემეს

 

 

 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს. ინფორმაციას ონლაინგამოცემა ავრცელებს.

ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები "პირველებმა" გადაიღო. სპეცრაზმმა მოქალაქეები ჩიხში შეიყვანა და იქ ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.

მისი ცნობით, სამართალდამცველებმა სცადეს მისი ტექნიკის დაზიანებაც.

რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე ძალადობს და აკავებს:

მსგავსი სიახლეები