"სახეში დამარტყეს" - პუბლიკას ჟურნალისტი, რომელსაც სპეცრაზმელებმა სცემეს

17.04.24 00:59
"სახეში დამარტყეს" - პუბლიკას ჟურნალისტი, რომელსაც სპეცრაზმელებმა სცემეს

"სახეში დამარტყეს და ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ," - ასე იხსენებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას პუბლიკას ჟურნალსიტი ალექსანდრე ქეშელაშვილი "პირველებთან".

როგორც ალექსანდრე ქეშელაშვილი ამბობს, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც სპეცრაზმის წევრებმა მასზე იძალადეს და მუშობაში ხელი შეუშალეს. 

დაიწყეს დაკავებები, უკან მივყვებოდი სპეცრაზმს, უკან რომ გამოვიხედე უკანაც მომყვებოდნენ ნიღბიანები, რომლებმაც შემიშალეს ხელი მუშაობაში, ტელეფონზე ამაფარეს ხელი, მერე ვიღაც გამოვიდა და ჩამარტყა, ტელეფონი წამართვეს და მერე დამიბრუნეს, სახეში დამარტყეს და ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მერე გაიგეს და თქვეს, კაი დავუბრუნოთ,“ - ამბობს ქეშელაშვილი.

ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები "პირველებმა" გადაიღო. სპეცრაზმმა მოქალაქეები ჩიხში შეიყვანა და იქ ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მსგავსი სიახლეები