აქტივისტების ცემაში ეჭვმიტანილი სპეცრაზმელები (ფოტო)

17.04.24 02:14
აქტივისტების ცემაში ეჭვმიტანილი სპეცრაზმელები (ფოტო)

შეიარაღებული სპეცრაზმელები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი შეიარაღებულია. 

"პირველების" ეთერში აქციის არაერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს იარაღით ემუქრებოდნენ და აშინებდნენ.

ამ წუთებში მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული. ადგილზე ამ დრომდე რჩება სპეცრაზმი. რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, როდესაც გაფრთხილების გარეშე სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაკავება, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება და დევნა დაიწყეს.

რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე ძალადობს და აკავებს:

პარლამენტთან დაკავებების რამდენიმე ეპიზოდი იყო. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დააკავეს. მის გარდა სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. არსებული ინფორმაციით, კუპრაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი სიახლეები