"უღმერთოდ არის ნაცემი" - ლევან ბუდაღაშვილის დედა

17.04.24 13:17
"უღმერთოდ არის ნაცემი" - ლევან ბუდაღაშვილის დედა

აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილის დედა, რომელმაც შვილი ბოკერიას სახელობის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მოინახულა, ამბობს, რომ ის "უღმერთოდ არის ნაცემი". ქალის თქმით, გაუგებარია, რისთვის გაუსწორდნენ მის შვილს ასე სასტიკად სამართალდამცველები.

უღმერთოდ არის ნაცემი. არ შეიძლება ადამიანს ასე გაუსწორდე. აგერ მესმის ყველგან, ცხოველს სცემენ და იმაზეა მთელი ამბავი და ადამიანებს ასე იმეტებდნენ კიდევ ქვეყანაში. თუ მისი დანაშაული ის არის, რომ თავის ქვეყანას იცავს და იქ დგას, სადაც უნდა ყველა ადამიანი იდგეს, მაშინ ასე უღმერთოდ როგორ გაიმეტეს?! მივმართავ იმათ პატრონებს, იმათ დედებს მივმართავ, რა დაგიშავათ ჩემმა შვილმა, რომ ასე უღმერთოდ გაიმეტეთ?, - ამბობს დაშავებულის დედა. 

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, სადაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აქციის მონაწილე წერს, რომ მკურნალობას ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადის. 

მსგავსი სიახლეები