სამადაშვილი პაპუაშვილსა და გომელაურს: ქართველი ბავშვების ცემა არ გაგივათ, როდიონოვი ვერ გახდებით
"საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არ გაგივათ, როდიონოვი ვერ გახდებით" - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარესა და შს მინისტრს "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატს პარლამენტის სხდომა პაპუაშვილის მითითებით მანდატურებმა დაატოვებინეს. სალომე სამადაშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვებამდე თქვა, რომ შს მინისტრი არ პასუხობს მთავარ კითხვებს - რატომ არ აქვთ არცერთი მტკიცებულება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ, მათ შორის ირაკლი კუპრაძეზე.
შს მინისტრი არ სცემს პასუხს შეკითხვაზე - ირაკლი კუპრაძე რატომ სცემა პოლიციამ, რატომ გაიტაცეს და სასამართლოზე რატომ ვერ წარმოადგენეს ვერცერთი მტკიცებულება, რომ კუპრაძემ რამე დააშავა. პაპუაშვილი, რომელიც ითვლის უკანასკნელ დღეებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არ გაგივათ, როდიონოვი ვერ გახდებით,“ - თქვა სამადაშვილმა, რომელსაც მანდატურებმა დაატოვებინეს სხდომა.
დაპირისპირება პარლამენტში - სალომე სამადაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს:
- "ლელოს" დეპუტატის გაძევების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.
- ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ შენობა - გომელაური