"ამ ადამიანის განცხადება ჩემთვის არაფერს წარმოდგენს" - კალაძე გერმანიიდან წამოსულ უმწვავეს გზავნილზე

19.04.24 13:33
"ამ ადამიანის განცხადება ჩემთვის არაფერს წარმოდგენს" - კალაძე გერმანიიდან წამოსულ უმწვავეს გზავნილზე

კახა კალაძის იერიში სტრატეგიულ პარტნიორზე - "ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელის მწვავე განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.

კალაძის დასავლელი პარტნიორებისგან რუსულ კანონთან დაკავშირებით კვლავ არგუმენტებს ითხოვს.

არაფერს არ წამოადგენს ჩემთვის ამ ადამიანის განცხადება, იმიტომ, რომ არგუმენტს ვერ ვისმენ, რატომ არის კანონპროექტი ცუდი. ამდენი ხნის განმავლობაში, ყველა დავდივართ ერთ წრეზე და ერთმანეთს ვებრძვით იმისთის, რომ ლომჯარიამ და გიგაურმა არ შეავსოს დეკლარაცია. სასაცილოა ეს ყველაფერი. ეს როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ან როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის განვითარებას და წინსვლას", - აცხადებს კალაძე.

თარჯიმნის ირგვლივ აგორებული სკანდალი "ქართულ ოცნებას" ძვირად დაუჯდა. გერმანიის მმართველი გუნდი, ირაკლი კობახიძეს ოლაფ შოლცის სიტყვების გაუფასურებას არ პატიობს.

გერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებასს ამ დრომდე დამარცვლით უმეორებენ. მიხაილ როთი, რომელიც ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და კიდევ ერთელ ხაზგასმით უმეორებს, რომ ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს არც ერთი პოლიტიკოსი იწონებს.

მსგავსი სიახლეები