კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს - როთი
თარჯიმნის ირგვლივ აგორებული სკანდალი "ქართულ ოცნებას" ძვირად დაუჯდა. გერმანიის მმართველი გუნდი, ირაკლი კობახიძეს ოლაფ შოლცის სიტყვების გაუფასურებას არ პატიობს.
გერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებასს ამ დრომდე დამარცვლით უმეორებენ. მიხაილ როთი, რომელიც ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და კიდევ ერთელ ხაზგასმით უმეორებს, რომ ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს არც ერთი პოლიტიკოსი იწონებს.
"ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოელი აგენტების კანონს". გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის". - წერს მიხაელ როთი.
ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი სწორედ რუსულ კანონზე სასაუბროდ არის დაბარებული ბუნდესტაგში.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტოლტენბერგს, შოლცს და დასავლელ ლიდერებს რუსულ კანონზე ნული არგუმენტი აქვთ:
- ქვეყნის პრემიერი ირწმუნება, რომ პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები ვერ ხსნიან, თუ რატომ ეწინააღმდეგეგება საშიში კანონპრექტი ევროპულ ღირებულებებს.
- პრემიერი თარჯიმნის წინააღნდეგ: რა თქვა კობახიძემ ბერლინში რუსულ კანონზე და რას ამბობს ის მედიასთან?
- გერმანიის საელჩომ "ოცნებას" კანცლერის სიტყვა ქართულად უთარგმნა