რატომ არ გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა, მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ. ეს არის ძალადობის წახალისება - კორძაია გომელაურს

19.04.24 13:36
 რატომ არ გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა, მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ. ეს არის ძალადობის წახალისება - კორძაია გომელაურს

"რატომ არ გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა, მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ, წიხლებს ურყამენ - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალადობის წახალისება," - ამ განცხადებას დეპუტატი თამარ კორძაია აკეთებს და შს მინისტრს მიმართავს.

კორძაია მიმართავს შს მინისტრს, რომ დააფიქსიროს პოზიცია ალეკო ელისაშვილის მიმართა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე.

ძალიან მტკიცე იყავით, რომ ზუსტად მომიტინგეები არღვევდნენ პოლიციელების უფლებებს და თავს ესხმოდნენ. მაგრამ პოლიციელებს აქვს თმენის ვალდებულება - არ იყავით ასეთი მტკიცე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, მინდა, ციტირება მოვახდინო ვაჟა სირაძის მედიასთან, რომელმაც თქვა, რომ ალეკო ელისაშვილს როგორ დავაკავებდით, დეპუტატია და ამის უფლება არ გვაქვს. ვაჟა სირაძემ კარგად იცის, რომ პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ აქვს, მაგრამ ამის შემდეგ ვნახეთ ცალსახად კადრები, როგორ ურტყამენ წიხლებს ადამიანს, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური გამოხატვა ჰქონდა მძაფრი იმ წუთას, მაგრამ ურტყამდნენ წიხლებს, შეათრიეს, მერე არ აკმარეს, ძალით ჩატენეს მანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მართალია, რომ ბრძანებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ რატომ არ გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა, მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ, წიხლებს ურყამენ - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალადობის წახალისება და ალეკო ელისაშვილს თუ რამე დაემართება ხვალ, პერსონალური პასუხისმგებლობა ...,“ - განაცხადა კორძაიამ.


პარლამენტში მისული შს მინისტრი დეპუტატების კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ "სამწუხაროა" ის, რაც ალეკო ელისაშვილს შეემთხვა.

სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ  ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა.

ტვ პირველის მიერ  გადაღებულ კადრებში ორივე მაღალჩინოსანი ადვილი გასაშიფრია:

მსგავსი სიახლეები