ძალიან სამწუხაროა, რაც ბატონ ალეკოს (შეემთხვა), სამწუხაროა, აბა რა უნდა ვთქვა? - გომელაური
დადგება თუ არა ალეკო ელისაშვილის მიმართ ძალადობაში მხილებული პოლიციელების პასუხისმგებლობა? - ვახტანგ გომელაური ამ კიტხვას არ პასუხობს.
პარლამენტში მისული შს მინისტრი დეპუტატების კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ "სამწუხაროა" ის, რაც ალეკო ელისაშვილს შეემთხვა.
უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მას შეურაცხყოფას. ძალიან სამწუხაროა, რაც ბატონ ალეკოს (შეემთხვა), სამწუხაროა, აბა რა უნდა ვთქვა?“ - ამბობს გომელაური.
ალეკო ელისაშვილზე სასტიკ ანგარიშსწორებაზე ითხოვდნენ დღეს შს მინისტრისგან პასუხს ოპოზიციონერი დეპუტატები, რასაც ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში.
ალბათ, დიდხანს ვერ გავიგებდი იმის შესახებ, რა სისასტიკით გაუსწორდა პოლიცია დეპუტატ ელისაშვილს, რომ არა ტვ პირველის ექსკლუზიური კადრები. მინდა გითხრათ, რომ ვარ გაოგნებული ამ სისასტიკით. მოგიწოდებთ, ბატონო თავმჯდომარევ, რომ აგვიხსნათ დეპუტატებს, რატომ არის საქართველოს პარლამენტი ჩაკეტილი, რატომ არის, რომ ვერ შემოდიან მოქალაქეები კვლავაც,’ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა.