"ფულის გათეთრების სავარაუდო ხელშეწყობა" - კახა ოქრიაშვილი ოფშორებთან დაკავშირებულ კანონზე
"პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო და ოფშორიდან გადმოტანილი დაუბეგრავ აქტივებს ეხება, ფულის სავარაუდო გათეთრებასთან არის კავშირში.
ვფიქრობ, რომ ოფშორიდან გადმოტანილ დაუბეგრავ აქტივებთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ფულის გათეთრების სავარაუდო ხელშეწყობასთან. იმიტომ, რომ თუ გერმანიიდან შემოვა, უნდა დაიბეგროს, თუ ოფშორიდან შემოვა, არ უნდა დაიბეგროს. რაღაც ბმაა ფულის გათეთრებასთან, - ამბობს ოქრიაშვილი.
ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
კანონპროექტის მიღებით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.
კანონი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.