ივანიშვილი შეშინებულია, ეტყობა, ოფშორებშიც მიაგნეს - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ოფშორებთან დაკავშირებული კანონი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ხელისუფლებას რაღაცისთვის სჭირდება. ოპოზიციის წევრის თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებულია.
მერვე წელია ამ პარლამენტში ვარ. არ მსმენია, რომ კანონი სუპერ დაჩქარებული წესით ორ დღეში დაემტკიცებინოს პარლამენტს ანუ რაღაცისთვის სჭირდებათ. ანუ ძალიან შეშინებულია, ეტყობა, ოფშორებშიც მიაგნეს, - ამბობს რომან გოცირიძე.
ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
კანონპროექტის მიღებით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.
კანონი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.