ივანიშვილს სურს, რომ საქართველო იყოს ღრმად კორუმპირებული კლანური სახელმწიფო, სადაც არჩევნები მხოლოდ ფორმალურად ტარდება - სიხარულიძე

19.04.24 17:26
ივანიშვილს სურს, რომ საქართველო იყოს ღრმად კორუმპირებული კლანური სახელმწიფო, სადაც არჩევნები მხოლოდ ფორმალურად ტარდება - სიხარულიძე

"რუსული კანონი არის ერთერთი მნიშვნელოვანი ზღურბლი, რომელზეც გადაბიჯების შემდეგ ქართული ოცნება მიუახლოებს ამ ქვეყანას იმას, რისი გაკეთებაც კარგა ხანია უნდა", - ამ განცხადებას "პირველებთან" დავით სიხარულიძე აკეთებს.

სიხარულიძე აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს და "ქართული ოცნების" მიერ მასზე ხელმეორედ მიტანილ იერიშს ეხმაურება. როგორც სიხარულიძე ამბობს, ოლიგარქი თავს ესხმის პარტნიორებს და უცხოელ დიპლომატებს, ეს პირდაპირ არღვევს დიპლომატიურ ნორმებს.

გარკვეული კლანის, ოლიგარქის მართული ქვეყანა, რომელიც პირდაპირ თავს ესხმის და ყველანაირ დიპლომატიურ თუ სახელმწიფოთაშორისი ნორმების დარღვევით თავს ესხმის უცხოელ დიპლომატებს, მეგობრებს. ეს არის მცდელობა, რომ გაანადგურონ საქართველოს იმიჯი. რუსული კანონი არის ერთერთი მნიშვნელოვანი ზღურბლი, რომელზეც გადაბიჯების შემდეგ ქართული ოცნება მიუახლოებს ამ ქვეყანას იმას, რისი გაკეთებაც კარგა ხანია უნდა. მას უნდა რომ საქართველო ჰგავდეს და იმართებოდეს რუსული მოდელის მიხედვით, იყოს ღრმად კორუმპირებული კლანური სახელმწიფო, სადაც არჩევნები მხოლოდ ფორმალურად ტარდება და მმართველი კლანი ძარცვავს ქვეყანას,“ - ამბობს დავით სიხარულიძე.

კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის. ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.

ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები