საგანგაშო და საყურადღებო გზავნილია - სამადაშვილი დეგნანის განცხადებაზე
"სტრატეგიული მოკავშირის ყოფილი ელჩი გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა არის დემოკრატიული არჩევნების ფაქტობრივად, გაუქმება, გაყალბებული ნომინალური არჩევნებით საკონსტიტუციო უმრავლესობით დაწერა და ამის შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსის ოფიცალური შეცვლა," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს და აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს ეხმაურება.
მაშინ, როცა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილის განზრახვებზე საუბრობს და ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილების საფრთხეებს ხედავს, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ეს საყურადღებო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს და გასაბჭოება უნდა შეაჩეროს.
სტრატეგიული მოკავშირის ყოფილი ელჩი გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა არის დემოკრატიული არჩევნების ფაქტობრივად, გაუქმება, გაყალბებული ნომინალური არჩევნებით საკონსტიტუციო უმრავლესობის დაწერა და ამის შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსის ოფიცალური შეცვლა, ეს არის ძალიან საგანგაშო და საყურადღებო გზავნილი და ქართველი ხალხი უნდა დადგეს ფეხზე. უნდა შევაჩეროთ მცდელობა გასაბჭოების საქართველოს სახელმწიფოსი 30 წლის შემდეგ, რაც გამოვედით საბჭოთა კავშირიდან,“ - ამბობს სამადაშვილი.
კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის. ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.
ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა.
- "დეგნანი არც მაშინ სწორი, „პადვლებში“ რომ დადიოდა, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
- "დეგნანი აგენტია" - ირმა ზავრადაშვილი
- დეგნანი გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს - ეკა სეფაშვილი