ივანიშვილის შეჩერების საშუალება არის სანქციების დაწესება მისთვის და დეპუტატებისთვის - გოცირიძე
"ეს ადამიანი უნდა შეჩერდეს, მისი შეჩერების ერთადერთი საშუალება არის მკაცრი სანქციების დაწესება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.
გოცირიძე კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის მიზანი არის რუსული კანონით მედიის და მესამე სექტორის განადგურება.
ივანიშვილს ეს კანონი სჭირდება 2024-28 წლის შუალედში არასამთავრობო სექტორის და მედიის გასანადგურებლად, ისევე, როგორც მოხდა რუსეთში. ეს ადამიანი უნდა შეჩერდეს, მისი შეჩერების ერთადერთი საშუალება არის მკაცრი სანქციების დაწესება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და ამ დეპუტატებისთვის, რომლებიც ემსახურებიან რუსეთს,“ - ამბობს გოცირიძე.
კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის. ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.
ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა.
- "დეგნანი არც მაშინ სწორი, „პადვლებში“ რომ დადიოდა, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
- "დეგნანი აგენტია" - ირმა ზავრადაშვილი
- დეგნანი გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს - ეკა სეფაშვილი