შეიძლება ხვალ გამოვიდნენ და უარი თქვან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემოსვლაზე - ლილუაშვილი

19.04.24 17:38
შეიძლება ხვალ გამოვიდნენ და უარი თქვან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემოსვლაზე - ლილუაშვილი

"ერთერთი მიზანი რუსული კანონის, პირდაპირ მიბმული არჩევნებთან არის ის, რომ გამოაცხადოს ყველა სადამკვირვებლო სუბიექტი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად," - ამ განცხადებას "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აკეთებს.

ლილუაშვილი ყოფილი ელჩის კელი დეგნანის ხმაურიან განცხადებებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში "ოცნებას" შეეძლება, რომ სადამკვირვებლო მისიებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრან.

ხელს შეუშლის თუ არა გრძელვადიანი მისიების ჩამოსვლას და აქ მუშაობას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება პარტნიორებს და აცხადებს, რომ მათ თურმე გადატრიალება უნდათ ქვეყანაში, შეიძლება ხვალ გამოვიდნენ და უარი თქვან ამ ქვეყნებიდან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემოსვლაზე,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის. ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.

ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა. 

 

მსგავსი სიახლეები