ელისაშვილს, როგორც ქოცების იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! - სააკაშვილი
„ალეკო ელისაშვილს, როგორც ქოცების იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.
ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც ქოცების იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!
ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები.
დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“- წერს მიხეილ სააკაშილი თავის წერილში.
სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა.
ტვ პირველის მიერ გადაღებულ კადრებში ორივე მაღალჩინოსანი ადვილი გასაშიფრია:
- ელისაშვილის წინააღმდეგ სასტიკ ანგარიშსწორებას სირაძე ხელმძღვანელობდა, ჩუბინიძე ზედამხედველობას უწევდა - ექსკლუზიური კადრები
- ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან, ამის შემდეგ წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში, კარგი ნაბეგვი ვარ - ელისაშვილი