ლაზარე რუსთაველის გამზირზე მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა (ფოტოები)

25.04.24 00:45
ლაზარე რუსთაველის გამზირზე მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა (ფოტოები)

ლაზარე გრიგორიადისი დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმყოფება - მარტის აქციების მონაწილე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალგაზრდებს შეუერთდა. 

ლაზარეს გამოჩენას ადგილზე მყოფების ოვაციები მოჰყვა. 

22 წლის აქტივისტი, რომელიც 1 წლისა და ერთი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა, რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს. 

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, ლაზარეს აქციაზე გამოჩენამდე, ახალგაზრდებმა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შემდეგ,  მათ მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

ახალგაზრდების ნაწილი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან რჩება. რსული კანონის მოწინააღმდეგეები მორიგ აქციას ხვალ 19:00 საათზე ისევ გამართავენ. 

გრიგორიადისმა გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება 24 აპრილს დატოვა.

„ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით“, - თქვა ლაზარემ ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარაში.

„რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ფსკერს და არ შეიძლება ასეთი კანონების მიღება“- ამბობს ლაზარე გრიგორიადისი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 12 აპრილსვე, საქათველოს პრეზიდენტმა ინგა გრიგოლიას "რექციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ  ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

 

მსგავსი სიახლეები