პირობები დარღვეულია, საქართველოს ხელისუფლება კი ნეგატიურ გზაზეა, რომელიც ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს შესახებ მიღებულ მწვავე რეზოლუციას უმნიშვნელოვანესს უწოდებს, რადგან მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაცვა მნიშვნელოვანია.
ლექსმანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" პირობები დაარღვია და ნეგატიურ გზაზეა, რაც მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელია.
მე ვარ ბედნიერი, რომ მივიღეთ რეზოლუცია, რადგან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების დაცვა საქართველოში. ის აძლევს ძალას მოქალაქეებს, მათ თავისუფლებას. მე ასევე ვაფასებ, რომ ევროპარლამენტი შეუერთდა მოწოდებას რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ივანიშვილი კი დასანქცირდეს ევროპული მისწრაფების განადგურების გამო, რაც აქვთ ქართველებს. პირობები დარღვეულია, საქართველოს ხელისუფლება კი ნეგატიურ გზაზეა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას", - განაცხადა ლექსმანმა.
425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას.
რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.