წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

25.04.24 16:47
წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

"ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ  მიღებულ რეზოლუციას.

პაპუაშვილმა იერიში ევროპარლამენტარებზე ტელეკამერებთან მიიტანა - "წარმავალი  ევროპარლამენტის წევრების კამპანია"- ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 

"ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ასეთი სამწუხარო რეალობა, ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს", - თქვა პაპუაშვილმა.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას403 ევროპარლამენტარი იყო მომხრე, რომ ეს ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში მოხვედრილიყო.

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები