მხარი დავუჭირე შესწორებას სანქცირების შესახებ. ხალხს სჭირდება სიგნალი, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს - ევროპარლამენტარი

25.04.24 17:00
მხარი დავუჭირე შესწორებას სანქცირების შესახებ. ხალხს სჭირდება სიგნალი, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს - ევროპარლამენტარი

ხალხს სჭირდება სიგნალი იმის შესახებ, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს - ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ივანიშვილის სანქცირების შესახებ შესწორების მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის იმის დადასტურებაა, რომ ისინი გულ;დასმით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამაზე შესააბამისი რეაქცია აქვთ.

დასავლელი პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ "ოცნება" რუსულ კანონს არ მიიღებს დაევროკავშირთან  მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნება.

მე მხარი დავუჭირე შესწორებას სანქცირების შესახებ. ხალხს სჭირდება სიგნალი იმის შესახებ, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს. ჩვენ ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, ვხედავთ რა ხდება თბილისის ქუჩებში. ეს შეიძლება იყოს ვიზის შეჩერება ან სხვა რაიმე.  ჩვენ არ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ ვაგზავნით სიგნალს და ჩვენ წარმოვადგენთ ევროპელ ხალხს. მოლაპარაკება ნიშავს რომ ეთანხმები ფუნდამენტალურ პრინციპებს. მე მაქვს იმედი რომ ამ კანონს არ მიიღებენ და გაიხსნება მოლაპარაკებების ფანჯარა , რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს", - ამბობს ევროპარლამენტარი.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები