დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას - მდინარაძის იერიში ევროპარლამენტარებზე

25.04.24 17:46
დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას - მდინარაძის იერიში ევროპარლამენტარებზე

"მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი"- უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეს ევროპარლამენტის უმკაცრესმა რეზოლუციამ წყობიდან გამოიყვანა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, "ოცნების" ლიდერს ღიად მიაქვს იერიში სტრატეგიულ პარტნიორებზე და პირდაპირ ამბობს, რომ რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას.

მდინარაძის მტკციებით, დღევანდელი უმწვავესი რეზოლუცია ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია.

ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!
იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია!
მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! 
ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება! 
ეს ნიშნავს, რომ  ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!
#ღირსებითევროპისკენ", - წერს მამუკა მდინარაძე.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები