რა შემთხვევაში შეიძლება გადახედოს ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს - რას ამბობს იოზვიაკი
ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება - "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი "პირველებთან" ამბობს, რომ ევროპარლამენტის უმწვავესი რეზოლუცია არის გამაფრთხილებელი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას, არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ დღის წესრიგში დააყენოს სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი.
აქ მთავარია, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ხშირ შემთხვევაში ევროპარლამენტი წინ უსწრებს ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს. ისინი ზეწოლას წისწრებად ახდენენ. შესაძლებელია, რომ ასეთი რამის განხილვა მომავალში ნამდვილად დაიწყოს. მოდი ვთქვათ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი თბილისისთვის.
ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს ამზადებს, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება, არ არის გამორიცხული ეს საკითხი ანგარშში მოხვდეს. ევროკომისიას შეუძლია რეკომენდაციიის სახით ევროპულ საბჭოს მიმართოს, საბოლოო გადაწყვეტლება კი ევროკავშირის წერმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
უვიზო რეჟიმის გაუქმებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მიგრანტების დიდი რაოდნეობა, ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევა, კრიმინოგენული ვითარება და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ბევრი მიზეზი შეიძლება დაემატოს. მათ შორის უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირთან თანხვედრაში არ მოდის", - ამბობს იოზვიაკი "პირველებთან".
ასეთი მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტსს აქამდე არ მიუღია. უვიზოო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რუსული კანონის გამო შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაც, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას.
რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.