უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო - სამადაშვილი

26.04.24 11:35
უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო - სამადაშვილი

უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო - „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს საფრთხე დაემუქროს.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არ სჭირდება და ქვეყნების ნაწილის მხრიდან ხმის მიცემაც საკმარისი იქნება.

"ბევრი ადამიანი მეკითხება, რამდენად რეალურია გაუქმდეს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი?

1. ტექნიკურად შესაძლებელია, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილიც კი დაუჭერს მხარს - ანუ ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო.

2. რუსეთი მრავალი წელი უშედეგოდ ცდილობდა უვიზო რეჟიმი მიეღო, მაგრამ მხოლოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცეს და ისიც გაუქმდა, უკრაინაზე თავდასხმის გამო. რიგმა ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსებზე ვიზის გაცემაც.

3. სახელმწიფოს ნაცვლად რუსი ოლიგარქების სამფლობელოდ და სანქცირებული რუსული ფულის "სარეცხავ" დაწესებულებად გადაქცეულ საქართველოს რატომ შეუნარჩუნებს ვინმე უვიზო მიმოსვლას?

ამიტომ დიახ, სავსებით შესაძლებელია…მაგრამ არა ხვალ ან ზეგ, დრო გვაქვს-ოქტომბრამდე მაინც, იმედია…

სწორ არჩევანს გააკეთებს ხალხი, ვიცი. არც სამუდამოდ გადასახლებას ფიქრობს უმრავლესობა“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ასეთი მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტსს აქამდე არ მიუღია. უვიზოო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რუსული კანონის გამო შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაც, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები