"საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა, ქართველ ხალხზე თავდასხმაა" - რის წარმოჩენას ცდილობს "ოცნება"

26.04.24 13:52
"საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა, ქართველ ხალხზე თავდასხმაა" - რის წარმოჩენას ცდილობს "ოცნება"

საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა, ქართველ ხალხზე თავდასხმაა - ასე ეხმაურება ხელისუფლება დასავლეთის გზავნილებს და ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მეგობარი ქვეყნები არა ივანიშვილის პარტიას, არამედ ქართულ საზოგადოებას ებრძვიან.

დავით მათიკაშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროპას საქართველოს ევრ დაახლოებს.

რაც შეეხება ამ რეზოლუციას, როგორ შეიძლება ამან ევროპა დაახლოოს საქართველოს. ხოლო გამჭვირვალობის შესახებ კანონმა როგორ შეიძლება დააშოროს ევროპა საქართველოს. ეს არის უმარტივესი კითვა, რომელზეც ძალიან გაგვიჭირდება პასუხის გაცემა. თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და თვდასხმა ქართველ ხალხზე არავის, მთელი ისტორიის მანძილზე, არავის არ გასვლია", - ამბობს დავით მათიკაშვილი.

მმართველი პარტია პარტნიორი სახელმწიფოების კრიტიკაში ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს ხედავს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ის ვინც გვაკრიტიკებს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. სანაცვლოდ კი ვერ ასაბუთებს, რით აზღვევს რისკებს, რაც მოლაპრაკების სივრცის ჩაკეტვას ეხება. 

საერთოდ თავხედობაა, როდესაც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ უცხოელები. ეს ერთი და ქართველ ხალხს რა უნდა, ამას დაინახავენ. თავხედობაზე როცა არის საუბარი, ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, რაც ჩვენ გვინდა დაფარული იყოს თქვენ ქვეყანაში, არ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ იყოს ღია. ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც არამარტო ამის, არამდე წინა რამდენიმე რეზოლუციიის ავტორები იყვნენ, თავი მოუყარეს, ყველა მათ წინა დემარშებს საქართველოს წინააღმდეგ რაც ჰქონდათ და ერთ რეზოლუციაში შეიყვანეს ყველა ეს საკითხები და ასე მოგვიჯახუნეს კარი საქართველოს", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

ასეთი მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტსს აქამდე არ მიუღია. უვიზოო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რუსული კანონის გამო შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაც, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები