ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციით შეურაცხყოფილია - ყოფილი პრემიერის იერიში დასავლეთზე

27.04.24 14:37
ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციით შეურაცხყოფილია - ყოფილი პრემიერის იერიში დასავლეთზე

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციით შეურაცხყოფილია. "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ის რეზოლუცია ვერ იქნება მისაღები მისთვის, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი.

ღარიბაშვილი ევროპელ დეპუტატებს ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას იმიტომ ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში ისევ ომი დაიწყოს.

ყოფილმა პრემიერმა უვიზო რეჟიმის გადახედვის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი მზაკვრული ჩანაწერის რეზოლუციაში შეტანა და ასეთი ტონით საუბარი მიუღებელია.

ხალხი ძალიან კარგად ხვდება რა მიზანი ჰქონდა ამ რეზოლუციის მიღებას. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, გავწიოთ ჩემი პოლიტიკური თანამდებობა, ეს რეზოლუცია არის შეურაცმყოფელი. ანუ რას გვეუბნებიან ევროპარლამენტრები, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, რეალური დემოკრატია დაამყარა, თავისუფლება, სტატუსი და უვიზო რეჟიმი მოუტანა, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდედა ვინც ამ ქვეყანას ომი, ნგრევა და უბედურება მოუტანა, სააკაშვილს ვგულისხმობ, იმაზე ამბობენ გამოუშვითო, რატომ იმიტომ, რომ დაიწყოს მან ომი. უბედურება გაიმეორეს და ხელმეორედ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომ არის ეს მიუღებელი, შეურაცმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია. ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება, უვიზო რეჟიმი გადაიხადოს, როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი. უვიზი რეჟიმი ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები