რუსული კანონის განხილვის დროს გააძევეს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელი, გიორგი დავითური. ანრი ოხანაშვილმა მას სხდომის დატოვება მოსთხოვა.
12 დეპუტატი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა. გარდა ოპოზიციონერი კოლეგებისა, ანრი ოხანაშვილმა სხდომა დაატოვებინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. რამდენიმე დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.